ტერორიზმი

სომალიში ტერაქტს 7 ადამიანი, მათ შორის UN-ის 4 თანამშრომელი ემსხვერპლა

AFP

სომალიში მომხდარ ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა უმრავლესობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომელი იყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ალ-შაბაბმა აიღო.

UNICEF-ის წარმომადგენლების განცხადებით, თავდასხმას 4 თანამშრომელი ემსხვერპლა, ხოლო ოთხი დაჭრილია. მათი თქმით, დაჭრილთა მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ტერორისტები იმ მანქანას დაესხნენ თავს, რომელსაც გაეროს წარმომადგენლები სასტუმროდან სამუშაო ოფისში გადაჰყავდა.

კომენტარები