ბუნებრივი სტიქია

ტაივანში მიწისძვრამ ელექტროგადამცემები და წყალსადენი მილები დააზიანა

CNN

ტაივანში მომხდარმა 6.6-ბალიანმა მიწისძვრამ ელექტროგადამცემები და წყალსადენი მილები დააზიანა, რამაც ხანძარი და გზების დატბორვა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.

მიწისძვრით გამოწვეულ ხანძარს 84 წლის კაცი ემსხვერპლა, ხოლო 28 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს.

კომენტარები