კრიზისი უკრაინაში

ამერიკელმა სამხედროებმა უკრაინელი სამხედროების წვრთნები დაიწყეს

facebook.com/USNATO

უკრაინაში, ლვოვის ოლქში ამერიკელი ინსტრუქტორებისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის წვრთნები გაიხსნა. უკრაინელი მებრძოლების გასაწვრთნელად შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 300 სამხედრო მიავლინა. მათი მისია ექვს თვეს გაგრძელდება. პრეზიდენტ პოროშენკოს განცხადებით, უკრაინელი სამხედროების წვრთნაში ასევე ბრიტანელი, პოლონელი და კანადელი ინსტრუქტორები მიიღებენ მონაწილეობას.

"წვრთნების მიზანია თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების და სამხედრო მოქმედებების წესების შესწავლა, რომლებსაც მსოფლიოს მოწინავე არმიები ფლობენ. ასეთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ აქვს არა იმდენად მატერიალური, რამდენადაც მორალური მნიშვნელობა. სიტუაცია ქვეყნის აღმოსავლეთში არმიაში ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს", - ამბობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ოლექსანდრ პორონიუკი.

კომენტარები