საქართველოს ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის რეიტინგი შეამცირა

business.inquirer.net

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის რეიტინგი პოზიტიურიდან სტაბილურამდე შეამცირა, რაც იმას ნიშავს, რომ კომპანია გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან წინსვლას არ ვარაუდობს. თავად რეიტინგი კი უცვლელია და BB მინუსს შეადგენს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამ ცვლილებს გარე შოკებს უკავშირებს, თუმცა Fitch-ის ანგარიშში საუბარია როგორც გარე, ისე შიდა ეკონომიკურ პრობლემებზე. საგარეო ფაქტორების გარდა, რეიტინგის გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის ზრდა და ახალი რეგულაციების დაწესება სახელდება. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, Fitch-ის რეიტინგში საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის გაუარესება არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და მთავრობის უნიათობამ გამოიწვია. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ დოლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლესთან ფარდობა გააუარესა რის გამოც ერთ სულ მოსახლეზე ადრე არსებული $3,623-ის ნაცვლად დღეს $2,923-ს შეადგენს, რაც რეიტინგის გაუარსების ერთ-ერთი მიზეზია. 

Fitch-მა საქართველოს პოზიტიური მოლოდინის რეიტინგი გასული წლის ოქტომბერში მიანიჭა. ანგარიშში წერია, რომ დღეისათვის საქართველოს ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, რუსეთში არსებული კრიზისის გამო კი ეს საქართველოს  ეკონომიკურ პერსპექტივაზე უარყოფითად აისახა. 

კომენტარები