მუჰამედ მურსი

ეგვიპტის სასამართლომ ექსპრეზიდენტ მუჰამედ მურსის 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

მუჰამედ მურსი
AFP

ეგვიპტის სასამართლომ ექსპრეზიდენტ მუჰამედ მურსის 2011 წლის აქციებზე დემონსტრანტების დაკავების და წამების ბრძანებისთვის 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. იგივე სასჯელი შეეფარდათ მასთან ერთად ბრალდებულებს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მურსი დააპატიმრეს, ეს პირველი განაჩენია. მურსის წინააღმდეგ რამდენიმე სხვა საქმეზეცაა გამოძიება დაწყებული.

მუჰამედ მურსი პრეზიდენტობიდან 2013 წლის ივლისში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ჩამოაგდეს. მას შემდეგ ხელისუფლებამ აკრძალა მუსლიმთა საძმო და დააპატიმრა ათასობით მისი მხარდამჭერი.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები