პრეზიდენტის რეზიდენცია

ივანიშვილი: პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს თამაშის წესებს და რეზიდენცია დატოვოს

ტაბულა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციის დაცლისკენ მოუწოდებს. რუსთავი 2-ის ცნობით, ამის შესახებ ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველო გაჭირვებული ქვეყანაა და 10 000 კვადრატული მეტრის შენობა ტყუილად არ უნდა ცდებოდეს. 

"ვფიქრობ, რომ თუ სახელმწიფო გვაქვს, თამაშის წესებს უნდა დაემორჩილოს ყველა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტიც. მან უნდა დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია. 10 ათასი კვადრატული მეტრის შენობა ტყუილად არ უნდა ცდებოდეს. ჩვენ გაჭირვებული სახელმწიფო ვართ და არ გვაქვს ამის ფუფუნება", - თქვა ივანიშვილმა. 

კომენტარები