საქართველოს ეკონომიკა

წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ლარში გაიზრდება, ხოლო დოლარში შემცირდება

თამარა ქურდაძე / ტაბულა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ლარის გაუფასურების გამო, აშშ დოლარში გამოსახული საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის შეფარდება ერთ სულ მოსახლესთან (GDP per capita) $612-ით შემცირდება. გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $3.699-ს შეადგენდა, ხოლო წელს კი $3.087 იქნება. ამ ინდიკატორის შემცირება საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარების გაუარესებას ნიშნავს. ხოლო ლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართება ერთ სულ მოსახლეზე კი გაიზრდება.

წელს ამ ინდიკატორის კიდევ უფრო მეტად $700-ით შემცირდებას ვარაუდობს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ი.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლესთან ფარდობას სწორედ დოლარში აფასებენ, Fitch-ის მიერ საქართველოს პერსპექტივის რეიტინგის პოზიტიურიდან სტაბილურამდე შემცირების ერთ-ერთ მიზეზს სწორედ მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლესთან ფარდობის შემცირება წარმოადგენს. 

მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართება ერთ სულ მოსახლესთან ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და მდგრადობის დადგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. იმის მიუხედავად, რომ წელს სავალუტო ფონდი ლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლესთან ფარდობა 300 ლარით გაიზრდება და 6.881 ლარი იქნება ეს ზრდა ლარის გაუფასურებით გამოწვეულ კლებას ვერ დააბალნსებს. ამ ინდიკატორის შემცირების გამო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემის - სიღარიბის მოგვარება ჭიანურდება. 

სავალუტო შოკის გამო წელს რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართება ერთ სულ მოსახლესთან $4700-ით შემცირდება და წელს $8.183 იქნება. მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლესთან $507-ით შემცირდება და $1.725 იქნება, ხოლო სომხეთში კი $300-ით შემცირდება. 

იმისთვის, რომ საქართველო საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების სიაში მოხვდეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $10 000 მაინც უნდა იყოს, რაც დღეს არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპით 28 წელზე მეტი დასჭირდება.

წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ლარში გაიზრდება, ხოლო დოლარში კი შემცირდება

კომენტარები