საქართველო-იაპონია

ხვალიდან იაპონიაში საქართველოს ოფიციალური დასახელება Jojia (Georgia) იქნება

22 აპრილიდან იაპონურ ენაში საქართველოს ოფიციალურ დასახელება Gurujia-ს ნაცვლად Jojia (Georgia) იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საელჩო ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული ცვლილებები ძალაში ოფიციალურად 22 აპრილიდან შევა. იაპონიის მთავრობამ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ იაპონიას დასახელების შეცვლის მოთხოვნით ჯერ კიდევ 2009 წელს მიმართა.

კომენტარები