ათონელის რეზიდენცია

კოჟორიძე: პრეზიდენტის ავლაბრიდან გაყვანას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება

გადაცემა ფოკუსი/ტაბულა

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციიდან გამოსვლას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

კოჟორიძეს თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისამართად ავლაბრის რეზიდენცია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ნორმატიული აქტით არის განსაზღვრული, შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებას იმის პრეროგატივა არ აქვს, რომ გამოსცეს აქტი, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის განსხვავებულ მისამართს განსაზღვრავს. კოჟორიძემ ასევე განმარტა, რომ ამ საკითხის იურიდიულად და ფორმალურად გაფორმება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კონსტიტუცია შეიცვლება.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისამართად ავლაბრის რეზიდენცია განსსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ნორმატიული აქტით. საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ განსაზღვრავს ნორმატიული აქტების იერარქიას.

მიუხედავად იმისა, ვის მოსწონს ეს კანონი და ვის არა, ფაქტია ის, რაც წერია ამ კანონში, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება არის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტი აღმასრულებელი ხელისუფლების და მთავრობის ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში. შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებას არ აქვს იმის პრეროგატივა, რომ გამოსცეს აქტი, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის განსხვავებულ მისამართს განსაზღვრავს.

თუ დადგება საკითხი ისე, რომ კონსტიტუცია შეიცვალოს, მაშინ შეიძლება იურიდიულად და ფორმალურად ეს საკითხი გაფორმდეს. მაგრამ იურიდიულ კაზუისტიკას თუ მივყვებით, მაშინ ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტს ისე შევუქმნათ პრობლემა, რომ საერთოდ დაფინანსება არ მივცეთ. საქართველოს პრეზიდენტის დაფინანსება იყოს ნული. მთავრობას და პარლამენტს ამის ფორმალური, იურიდიული შესაძლებლობა აქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე ეს საკითხი არ მივა,“ - განაცხადა კოჟორიძემ.

კომენტარები