ათონელის რეზიდენცია

გოგორიშვილი: ივანიშვილი მთავრობას და პრემიერს თავის კაპრიზებზე ათამაშებს

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის, შეფასებით, თუ პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციას არ დატოვებს, მას პრობლემებს შეუქმნიან. თუმცა, გოგორიშვილი იზიარებს იმ აზრს, რომ მარგველაშვილმა რეზიდენცია არ უნდა დატოვოს. ეს განცხადება მან რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა არჩევანში გააკეთა.

"მათ არ შეუძლიათ, გაათავისუფლონ პრეზიდენტი თანამდებობიდან, ამიტომ უქმნიან პრობლემებს. ზევსი ივანიშვილი გაგზავნის ხალხს რეზიდენციასთან კარვებით, მარგველაშვილს გამოურთავენ შუქს და ეს პრობლემა რეზიდენციაში ზაფხულშიც იყო. ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს  ბალანსზეა. არაფერი არ არის გამორიცხული ამ მთავრობისგან," - განცხადა გოგორიშვილმა.

დეპუტატის თქმით, პრემიერმინისტრი და მთავრობა ივანიშვილის სურვილებს უსიტყვოდ ასრულებენ.

"ივანიშვილი მთავრობას და პრემიერმინისტრს ძაფებით თავის კაპრიზებზე ათამაშებს. ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ თავისი სურვილებია. როგორც ჩანს, მარგველაშვილი არ აღმოჩნდა სრულად ამ თოკზე კარგად გამობმული და ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია. ამიტომ პრეზიდენტს პრობლემებს უქმნიან," - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა. 

კომენტარები