ათონელის რეზიდენცია

პეტრიაშვილი: ღარიბაშვილმა კანცელარიის შენობა გაყიდოს და ათონელზე გადავიდეს

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

თავისუფალი დემოკრატები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, სახელმწიფო კანცელარიის შენობა გაყიდოს და თვითონ გადავიდეს ათონელის რეზიდენციაში. ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა, ალექსი პეტრიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

"პრემიერი გადავიდეს და მისი ადმინისტრაცია გადავიდეს იმ შენობაში, კანცელარიის შენობა და მიმდებარე ტერიტორია გაიყიდოს, ის შეიძლება ყველაზე მიმზიდველიც იყოს ინვესტორისთვის," - განაცხადა პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილის აზრით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, სჯობს შეწყვიტოს რეზიდენციის საკითხის განხილვა, რადგანაც ეს საერთაშორისო ასპარეზზე არამარტო ქვეყანას, არამედ თავად ბიძინა ივანიშვილსაც არასახარბიელოდ წარმოადგენს.

კომენტარები