ანტიკორუფციული კომისი

გურჯაანის გამგებელი ენმ-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გურჯაანის გამგებელი ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული კომისიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.

პარტიამ გივი გერგიძეს ბრალი კორუფციასა და ნეპოტიზმში დასდო, გამგებელი კი მათ ცილისწამებაში ადანაშაულებს.

გურჯაანში მაღალი თანამდებობის პირებისა და მათი ახლობლების მონაცემების შესახებ დღეს ირმა ნადირაშვილმა ისაუბრა.

„იმის გამო, რომ ყველა ადგილი ქართული ოცნების აქტივისტებსა და ნათესავ- მეგობრებს აქვთ დაკავებული, ამის გამო გურჯაანში ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი. მათ გაიარეს ტესტირება და ხშირ შემთხვევაში მიიღეს უფრო მაღალი ქულა, ვიდრე სხვა ადამიანებმა, მაგრამ სამსახური მხოლოდ ნათესავებს შესთავაზეს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

გივი გერგიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებული ხალხი მისი ნათესავები არ არიან და ის სასამართლოში სარჩელს შეიტანს, რათა ირმა ნადირაშვილმა მას ბოდიში მოუხადოს.

„არაა ქუმსიაშვილი ჩემი ნათესავი და არც ლალი ხაჩიშვილია ჩემი ნათლული“, - განაცხადა გერგიძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ანტიკორუფციული კომისია რამდენიმე დღის წინ შექმნეს. მისი მიზანი ადგილობრივ თვითმმართველობებში კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტების გამოვლენაა.

კომენტარები