სასჯელაღსრულების სამინისტრო

კახა ნაკანის ადვოკატმა სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით მიმართა

ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმის ყოფილი უფროსის კახა ნაკანის ადვოკატმა, კახა შონიამ დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით მიმართა. შონია მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა პატიმრების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეს ნაკანის ნომერ მერვე დაწესებულებიდან მატროსოვის ციხეში გადაყვანას სთხოვს.

კახაბერ ნაკანი 2015 წლის 2 თებერვალს ე.წ. კორტების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. მას ბრალი ედება ორი პირის განზრახ მკვლელობაში, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ნაკანმა 15 აპრილს ციხეში თვითმკვლელობა სცადა.

კომენტარები