გაზპრომი

ევროკომისიამ გაზპრომი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა

ევროკომისიამ გაზპრომი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში მარგრეტე ვესტაგერმა განაცხადა. ბრიუსელის დასკვნით, გაზპრომი აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფალ კონკურენციას ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდა და ხელოვნურად ზრდიდა ფასებს პოლონეთისთვის, უნგრეთისთვის და კიდევ ექვსი ქვეყნისათვის.

კომისრის თქმით, გაზპრომის ქცევა ამ ქვეყნებში მის მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას წამოადგენს. გაზპრომს ბრალდებაზე პასუხის გასაცემად 12 კვირის ვადა ეძლევა. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მას ავრო[პის ქვეყნებშ მისი წლიური ბრუნვის 10 პროცენტის ოდენობის ჯარიმა ემუქრება. თავად გაზპრომში აცხადებენ,. რომ ევროკავშირის პრეტ6ენზიები უსაფუძვლოა.

"გაზპრომი ახორციელებს სტრატეგიას, რომელიც ევროკავშირის ერთიანი ბაზრის დაყოფას ითვალისწინებს ტერიტორიული შეზღუდვების დაწესების გზით. ამის წყალობით მას შეეძლო უფრო ძვირი ფასი დაეწესებინა ცალკეულ ქვეყნებისთვის, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ისინი გაზს ვერ შეიძენდნენ იმ ქვეყნებიდან, სადაც ის უფრო იაფია. გაზპრომს განმარტების საშუალებას ვაძლევთ" - განაცხადა ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში მარგრეტე ვესტაგერმა.

კომენტარები