აშშ-რუსეთის ურთიერთობა

NYT-მა რუსული კომპანიის მიერ კლინტონების ფონდის დაფინანსება გამოავლინა

ჰილარი კლინტონი

ბილ და ჰილარი კლინტონები დაფინანსებას იღებდნენ კომპანიისგან, რომლის მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანია როსატომია. ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელიც ნიუ იორკ ტაიმსმა გამოაქვეყნა.

გამოცემის ცნობით, კანადაში რეგისტრირებული კომპანია ურანიუმ ვანი, რომელიც როსატომს 2013 წლიდან ეკუთვნის, კლინტონების ფონდში ფულს რეგულარულად რიცხავდა. სულ შემოწირულობის ოდენობამ 2 მილიონ 350 ათასი დოლარი შეადგინა. თანაც, ინფორმაცია ამ შემოწირულობების შესახებ, ჰილარი კლინტონს არ გაუსაჯაროებია. 

ნიუ იორკ ტაიმსი აღნიშნავს, რომ რუსული კომპანიის მიერ შეერთებული შტატების ურანის საბადოების მეხუთედზე მეტის დაუფლება სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვას მოითხოვდა, რომელსაც მაშინ კლინტონი ხელმძღვანელობდა.

რუსატომზე კომპანიის გაყიდვამდე ცოტა ხნით ადრე კი, ბილ კლინტონმა მოსკოვში წაკითხული ლექციისთვის კრემლთან დაკავშირებული ბანკისგან 500 000 დოლარი მიიღო.

ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

კომენტარები