ჩეჩნეთი

კადიროვმა დაუკითხავად შესული ძალოვნებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა

RIA Novosti

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა სამართალდამცველებს დაავალა, სხვა რეგიონებიდან დაუკითხავად შესულ რუს ძალოვნებს ცეცხლი გაუხსნან. როგორც რამზან კადიროვმა ძალოვნებთან საგანგებო თათბირზე განაცხადა, რუსეთის სხვა რეგიონების სამართალდამცველების ოპერაციები ჩეჩნეთში უკანონოა. მისი აღშფოთება 19 აპრილს გროზნოში სტავროპოლის პოლიციის მირ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ გამოიწვია, რომლის დროსაც პოლიციელებმა ძებნილი მოკლეს.

"ყველამ უნდა იცოდეს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კანონი უზენაესია და ოფიციალურად ვაცხადებ, თუ ვინმე თქვენი ნებართვის გარეშე თქვენს ტერიტორიაზე გამოჩნდება, არ აქვს მნიშვნელობა, მოსკოველი იქნება თუ სტავროპოლელი, გახსენით ცეცხლი განადგურებაზე. ჩვენ ანგარიში უნდა გაგვიწიონ", - განაცხადა კადიროვმა.

კომენტარები