ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის

პრემიერი: პატრიარქს ვესაუბრე და ყაზბეგში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა კარტოფილია

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდაურში ბიზნესმენებთან პროექტ "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში ისაუბრა. მისი თქმით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სოფლის მეურნეობის და წარმოების განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

"უკვე არსებობს გეგმები, თუ რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ამ რეგიონში შეიძლება, სოფლის მეურნეობის განვითარება - როგორიცაა მესაქონლეობა, მეცხვარეობა, რძის, ხორცის, ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი წარმოება, მეფუტკრეობა, მეკარტოფილეობა. კარტოფილზე გეტყვით, რომ ჩვენს პატრიარქთან მქონდა საუბარი და ყაზბეგში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა კარტოფილი მოდის. ამ დროს ძალიან ცოტა რაოდენობის კარტოფილი მოყავს ადგილობრივ მოსახლეობას, არადა ამის პოტენციალი არსებობს. ამ რეგიონში ასევე შეიძლება მებოსტნეობა, მეხილეობა, ასევე სასათბურე მეურნეობის განვითარება",-თქვა ღარიბაშილმა.

პრემიერისვე განცხადებით, ქალაქ მცხეთას აქვს, მაგალითად, ხილის გადამუშავების, ნატურალური წვენების წარმოების, საკონდიტრო საწარმოს ამუშავების შესაძლებლობა. "ასევე მცხეთის რაიონში არის ტექსტილის წარმოების, საკონდიტრო ქარხნის, კომბინირებული საწარმოს ამუშავების პერსპექტივა", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები