უეფას ევროპის ლიგა

ჯაბა კანკავას დნიპრო ევროპის ლიგის ნახევარფინალში გავიდა

facebook.com/fcdniproua/photos

დნეპროპეტროვსკის დნიპრო, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა თამაშობს, უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალშია. დნიპრომ კიევში, მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ბელგიურ ბრიუგეს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლი მატჩის 82-ე წუთზე რუსლან როტანმა გაიტანა.
ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და 81-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა დღეს გაიმართება. დნიპროს გარდა, ევროპის ლიგის ნახევარფინალში ნაპოლი, ფიორენტინა და ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული სევილია გავიდნენ.

კომენტარები