სომეხთა გენოციდი

სომხურმა ეკლესიამ გენოციდის მილიონ-ნახევარი მსხვერპლი წმინდანებად შერაცხა

www.armenianchurchwd.com

სომხეთში დღეს სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავს აღნიშნავენ. გუშინ სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ გენოციდის შედეგად დაღუპული მილიონ-ნახევარი ადამიანი წმინდანებად შერაცხა.

მასობრივი მკვლელობების მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიას ერევანში დღეს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, სხვა ქვეყნების ლიდერები და დელეგაციები დაესწრებიან. 

გერმანიის პრეზიდენტმა იოაკიმ ჰაუკმა თავის გამოსვლაში სომეხთა მკვლელობას ოსმალეთის იმპერიაში გენოციდი უწოდა. მისი თქმით, ამ დანაშაულზე პასუხს გერმანიაც აგებს, რადგან პირველი მსოფლო ომის დროს თურქეთის მოკავშირე იყო.

"ჩვენ, გერმანელებმა, პატივი უნდა მივაგოთ მსხვერპლთა ხსოვნას და გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა და შესაძლო მონაწილეობა სომეხთა გენოციდში. გერმანელი ჯარისკაცები დეპორტაციის დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობდნენ", - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა იოაკიმ ჰაუკმა. 

თურქეთი ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მკვლელობას გენოციდად არ აღიარებს.

კომენტარები