კრიზისი უკრაინაში

სტოლტენბერგი: რუსეთი უკრაინის საზღვრებთან საკუთარ ძალებს აძლიერებს

watanzaniaoslo.blogspot.com

რუსეთი უკრაინის საზღვრებთან საკუთარ ძალებს აძლიერებს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი სეპარატისტებს ტექნიკურ დახმარებას უწევს, ასევე ამარაგებს უპილოტო საფრენი აპარატებით.

სტოლტენბერგის ინფორმაციით, რუსეთმა ბოლო ერთ თვეში უკრაინის საზღვრებთან ათასზე მეტ ერთეულ ტექნიკას მოუყარა თავი. მისი აზრით, ეს ქმედებები შემაშფოთებელია, რადგან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს არღვევს და სეპარატისტების მიერ შეტევის განახლების შესაძლებლობას ქმნის.

კომენტარები