უეფას წილისყრა

ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

Uefa.com

ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია. ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ტრიუმფატორი მადრიდის რეალი ნახევარფინალში ტურინის იუვენტუსს შეხვდება, ბარსელონა კი მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება. პირველი ნახევარფინალური მატჩები 5,6 მაისს, საპასუხო მატჩები კი 12,13 მაისს გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 6 ივნისს ბერლინის ოლიმპიაშტადიონზე შედგება.

ევროპის ლიგის ნახევარფინალში ჯაბა კანკავას დნიპრო იტალიურ ნაპოლის დაუპირისპირდება. ჩემპიონატის შარშანდელი გამარჯვებული სევილია კი ფიორენტინას შეხვდება. პირველი ნახევარფინალური მატჩები 7 მაისს, ხოლო საპასუხო მატჩები 14 მაისს გაიმართება. ევროპის ლიგის ფინალს 7 ივნისს პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა უმასპინძლებს.

კომენტარები