რეკლამა

ფუდპანდა რეგიონებში პოპულარული ხდება

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge  სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის პოპულარულია საქართველოშიც.  კომპანია ბიზნესს დედაქალაქის გარდა ქვეყნის რეგიონშიც აფართოებს. რუსთავისა და  ბათუმის შემდეგ, 2014 წლის მიწურულს ფუდპანდას სერვისით სარგებლობა მომხმარებლისთვის უკვე ქუთაისშიც ხელმისაწვდომი გახდა. მოკლე დროის მიუხედავად ფუდპანდა აღნიშნულ რეგიონებში პოპულარობით სარგებლობს.

ფუდპანდამ რეგიონებში აქტიურად დაიწყო რესტორნების ათვისება და საკვების შეკვეთის სერვისი უკვე მუშაობს  ცნობილ რესტორნებში. ფუდპანდა მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. საქართველოში მის  ბიზნეს მოდელს ალტერნატივა არ გააჩნია, და კომპანია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გეგმავს გასვლას. სერვისი, რომელსაც საჭმელი თქვენს სახლში ზედმეტი პრობლემების გარეშე მოაქვს, და ელექტრონულ კომერციას ახალ ეტაპზე წევს.

„ძალიან მომწონს ეს სერვისი. განსაკუთრებით, როცა ამინდი ხელს არ გვიწყობს ან დროში შეზღუდულები ვართ. ფუდპანდა საკმაოდ სწრაფი და ხელმისაწვდომია. შენი საყვარელი კერძი 30 წუთში უკვე შენ გვერდითაა,“ - აღნიშნავენ სერვისით კმაყოფილი მომხმარებლები.

„ქუთაისის დამატებით ჩვენ წარმატებით შევასრულეთ ჩვენი 2014 წლის განვითარების გეგმა და ფუდპანდას სერვისით სარგებლობა უკვე შესაძლებელია საქართველოს ძირითად ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. 2015 წლიდან ჩვენ ვცდილობთ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ბიზნესი აღნიშნულ ქალაქებში, წლის ბოლომდე ასევე ვგეგმავთ ახალ რეგიონებში გასვლას,“-  აღნიშნავს  ფუდპანდას დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.  

კომენტარები