26 მაისი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არც წელს გაიმართება

radiotavisupleba.ge

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება. ამის შესახებ მთავრობის ადმინიტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა თქვა. დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ 9 და 26 მაისის აღნიშვნის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ცქიტიშვილის ინფორმაციით, 26 მაისს სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება, მათ შორის, ყველა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე საკუთარ პროექტებს წარმოადგენს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, სამხედრო აღლუმი უკვე მესამე წელია აღარ იმართება. 

კომენტარები