ლარის გაუფასურება

ლარის გაუფასურებამ 16 წლის მაქსიმუმს მიაღწია - ერთი დოლარი 2.28 ლარი ღირს

კოლაჟი / ტაბულა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი გაცვლითი კურსი დადგინდა, ეროვნული ვალუტა დღეს მთელი 2.5 თეთრით 16 წლის მინიმუმადე გაუფასურდა. ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.28 ლარი ეღირება. ბოლოს ეროვნული ვალუტა ასეთი გაუფასურებული 1999 წლის მარტში იყო. 

ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 5 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.47 ლარი ეღირება. 

ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზს ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების კლება წარმოადგენს. 

სავალუტო შოკის დაწყებიდან ეროვნული ვალუტის კურსი 31%-ით გაუფასურდა. კრიზისში ლარის წინა პიკური გაუფასურების გაცვლითი კურსი 26 თებერვალს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.26 ლარი ღირდა.

კომენტარები