დაღუპული ქართველი უკრაინაში

უკრაინაში დაღუპული სამხედრო გიორგი ჯანელიძე თბილისში ჩამოასვენეს

facebook.com/dostali.hvatit?fref=photo

თბილისში უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს გიორგი ჯანელიძის ცხედარი ჩამოასვენეს. ჯანელიძის ცხედარს საერთაშორისო აეროპორტში ნათესავები და მეგობრები დახვდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავისუფალი ზონის წევრებიც იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამშობლოში ჩამოსვენებამდე ცხედარს სამოქალაქო პატივი კიევის ცენტრში მიაგეს. სამგლოვიარო ცერემონიას კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დაღუპული სამხედროს თანამებრძოლები და უკრაინის მოქალაქეები ესწრებოდნენ. სამოქალაქო პანაშვიდზე კიევში დაღუპული ქართველი სამხედროს მეუღლეც იმყოფებოდა, რომელიც თბილისში გამთენიისას ჩამოფრინდება. 

ქართველი სამხედრო უკრაინაში სეპარატისტებთან შეტაკებების დროს 18 აპრილს დაიღუპა. 

კომენტარები