ყაჩაღობა

საქართველოს ბანკის ექსპრეს სერვისცენტრს თავს დაესხნენ

თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს სერვისცენტრს თავს დაესხნენ. წინასწარი ინფორმაციით ბანკში ერთი პირი შეიჭრა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შემთხვევის სხვა გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები