მიწისძვრა ნეპალში

ნეპალელს ხალხს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა მიუსამძიმრეს

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნეპალში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას ნეპალში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ უაღრესად მძიმე წუთებში თანაგრძნობასა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ნეპალელ ხალხს", - წერს პრეზიდენტი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

ნეპალელ ხალხს სამძიმარი საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გამოუცხადა. „დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ნეპალში მომხდარი ტრაგედიის გამო. დამანგრეველ მიწისძვრას 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ნეპალელ ხალხს, თანავუგრძნობ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ მათ გამძლეობას ამ დიდი განსაცდელის დროს", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის კანცელარიის პრესამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები