მიწისძვრა ნეპალში

მსხვერპლმა ნეპალში თითქმის ათას ადამიანს მიაღწია

cbc.ca

ნეპალის მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის რაოდენობამ, BBC-ს ცნობით, 970-ს მიაღწია. ბევრი ადამიანი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. 1700-მდე ადამიანი დაშავებულია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ნეპალის ინფორმაციის მისტრის მიდენდრა რიჯალის განცხადებით, განსაკუთრებით დამანგრეველი აღმოჩნდა მიწისძვრა ეპიცენტრის მიდამოებში, საიდანაც ჯერჯერობით ინფორმაციის მიღება გართულებულია.

ნეპალის მთავრობა აცხადებს, რომ ყველა სახის საერთაშორისო დახმარ5ება ესაჭიროება.

მიწისძვრის მაგნიტუდამ 7,9 შეადგინა. მისი ეპიცენტრი ნეპალის დედაქალქ კატმანდუდან 77 კილომეტრში მდებარეობდა. ეს ბოლ 80 წლის განმავლობაში ნეპალში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

კომენტარები