კახეთი

მთივლიშვილი გუბერნატორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

netgazeti.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მხარის გუბერნატორს საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში გელა მთივლიშვილი ირაკლი შიოლაშვილის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში შეიტანს. ამის შესახებ მთივლიშვილმა ტელეკომპამია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

კახეთის გუბერნატორმა ჟურნალისტი შანტაჟსა და ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა. ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ გელა მთივლიშვილი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მას გამგეობებმა უარი უთხრეს საინფორმაციო მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმებაზე.

დაპირისპირება კახეთის გუბერნატორსა და გელა მთივლიშვილს შორის მას შემდგე დაიწყო, რაც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ირაკლი შიოლაშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო რესურსის პირადი ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტებზე რეპორტაჟი მოამზადა. კერძოდ, ჟურნალისტებმა გუბერნატორის მამის, გენადი შიოლაშვილის მიერ კერძო ობიექტების მშენებლობისთვის საბიუჯეტო ორგანიზიციების ტექნიკისა, ასევე თანამშრომელთა შრომის გამოყენება დააფიქსირეს.

კომენტარები