მიწისძვრა ნეპალში

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1800 ადამიანს გადააჭარბა

cnn.com

ნეპალში, მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის რაოდენობამ 1800 ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში 700-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. 17 ადამიანი კი ევერსტზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა.
ნეპალში მიწისძვრის მაგნიტუდამ 7,9 შეადგინა. მისი ეპიცენტრი ნეპალის დედაქალქ კატმანდუდან 77 კილომეტრში მდებარეობდა. ბოლო 80 წლის განმავლობაში მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა ნეპალში არ მომხდარა.

კომენტარები