დაღუპული ქართველი უკრაინაში

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, გიორგი ჯანელიძეს დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, გიორგი ჯანელიძეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვამდე გარდაცვლილ ჯარისკაცს ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ. გიორგი ჯანელიძე შაბათს, გამთენიისას უკრაინიდან ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოსვენების ცერემონიას საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა წევრები დაესწრნენ. აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ თავისუფალი ზონის წევრები და დაღუპული გიორგი ჯანელიძის დედა.
ქართველი მებრძოლი უკრაინაში სეპარატისტებთან შეტაკების დროს, 18 აპრილს სოფელ შიროკინოსთან დაიღუპა.

კომენტარები