საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში

ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

asianews.it

ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის გარდა არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ექსპერტების ვარაუდით, არჩევნებში ნაზარბაევი გაიმარჯვებს, რაც მის მმართველობას კიდევ 5 წლით გაახანგრძლივებს. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების თქმით, ნაზარბაევი ოპოზიციას სისტემატურად ავიწროებს.

ნურსულთან ნაზარბაევის საარჩევნო კამპანია ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობაზეა ორიენტირებული.

კომენტარები