ავტოსაგზაო შემთხვევა

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ექვსი ადამიანი დაშავდა

metro.us

რიკოთის უღელტეხილთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიკოთზე ერთმანეთს ერთი სატვირთო და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო რიკოთზე შეზღუდული იყო ავტომანქანების მოძრაობა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა მთლიანად აღდგენილია.

კომენტარები