c ჰეპატიტი

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან იწყება

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან იწყება. პროგრამაში, პირველ რიგში, ყველაზე მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები ჩაერთვებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი რაოდენობა 2 500-ს არ აღემატება.

თავდაპირველად პაციენტებს სამი კლინიკა - ნეოლაბი, ჰეპა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი მოემსახურებიან. უახლოეს მომავალში კი პროგრამას თბილისსა და რეგიონებში არსებული სხვა კლინიკებიც შეუერთდებიან. 

კომენტარები