სითი პარკი

ელისაშვილი სითი პარკთან კონტრაქტის გაუქმების მოთხოვნით აქციებს იწყებს

თეორემა/ტაბულა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერს მოუწოდა, სითი პარკთან კონტრაქტი გაწყვიტოს. ხვალიდან იგი თავის მომხრეებთან ერთად მერიასთან აქციების დაწყებას გეგმავს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, სითი პარკი თბილისის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 35 მილიონ ლარს იღებს, თუმცა ქალაქში პარკინგების მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. ელისაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ კონტრაქტის მიხედვით, სითი პარკს თბილისში მუშაობის გაგრძელება მომავალი ათი წლის მანძილზე უწევს.

კომენტარები