უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობა

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის უკრაინა მზად 5 წელიწადში იქნება

dailystormer.com

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის უკრაინა მზად ხუთ წელიწადში იქნება, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან კლოდ იუნკერი ჩავიდნენ. პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსული აგრესია უკრაინასთან უვიზო რეჟიმისთვის ხელის შემშლელი მიზეზი არ უნდა გახდეს. ჟან კლოდ იუნკერმა კი უკრაინას ევროპული ოჯახის წევრი უწოდა და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები