საწვავის ფასი

საწვავის ფასი ლიტრზე საშუალოდ 5 თეთრით გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: http://pirveliradio.ge

სამომხმარებლო ბაზარზე დღეს საწვავის ფასები გაიზარდა. ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ლიტრზე საშუალოდ 5 თეთრით გაიზარდეს.

ფასების კორექტირება უკვე ლუკოილმა, ვისოლმა, გალფმა და სოკარმა მოახდინეს. ლუკოილის ქსელში ყველა დასახელების პროდუქტი 5 თეთრით გაიზარდა. დღეს ერთი ლიტრი ევრო სუპერი 1.99 ლარი ღირს,  პრემიუმ ავანგარდი 1.89 ლარი, ევრო რეგულარის ღირებულება 1.73 ლარს შეადგენს, ევრო დიზელის ღირებულება კი 1.89 ლარს შეადგენს. ვისოლის ქსელშიც ფასები საშუალოდ 5 თეთრით არის გაზრდილი. 

გალფის ქსელში სავწვაის ფასი თითოეულ პროდუქტზე საშუალოდ 6 თეთრით გაიზარდა. გალფის ქსელში ერთი ლიტრი G-Force პრემიუმის ღირებულება ახლა 1.95 ლარს შეადგენს, G-Force ევრო რეგულარის ღირებულება 1.89 ლარს შეადგენს. 6 თეთრით გაიზარდა და 1.79 ლარი გახდა ერთი ლიტრი რეგულარის ღირებულება. 4 თეთრით გაიზარდა ევრო დიზელის ღირებულება და ის 1.79 ლარს შეადგენს. კომპანიები ჯერ-ჯერობით საწვავის ფასის ზრდის მიზეზებზე არ საუბრობენ.

საწვავის ფასის დღევანდელი ზრდის მიუხედავად მსოფლიოსში საწვავის ფასის შემცირების გამო საქართველოში მისი ფასი წინა წელთან შედარებით 8-10%-ით არის შემცირებული.

საწვავის შედარებით დაბალი ფასის გამო ეროვნული ვალუტის გაუფასურება სამომხმარებლო ბაზარზე სრულად არ ასახულა, რის გამოც ინფლაციის მაჩვენებლი შედარებით სტაბილური იყო. ბენზინის გაძვირების შემდეგ კი სავარაუდოდ ინფლაციის მაჩვენებელიც გაიზრდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები