ჭადრაკი

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

chess.com

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ჩინეთში, ჩენდუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი ჩინეთის ნაკრები ანგარიშით 2,5:1,5 დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონობისთვის ქართველ ქალ მოჭადრაკეებს ყაიმიც ყოფნიდათ. სამი პარტია ყაიმით დასრულდა, ხოლო ერთ პარტიაში გამარჯვება საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების გუნდის წევრმა, მერი არაბიძემ მოიპოვა.

ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია 17 ქულით, ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ. მეორე ადგილზე რუსეთის, ხოლო მესამეზე ჩინეთის ნაკრები გავიდა.

კომენტარები