Tbilisi open air 2015

Placebo, Archive, Soap&Skin და Mujuice Tbilisi Open Air-ზე დაუკრავენ

facebook.com/tbilisiopenair

Placebo, Archive, soap&skin, Tiger Lillies, Beth Hard, kollektiv turmstrasse, mujuice - ეს ბენდები და მუსიკოსები წელს Tbilisi open air-ზე დაუკრავენ.

TBILISI OPEN AIR 2015 3 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით ჩატარდება ახალ ლოკაციაზე: ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში და 70-ზე მეტ ქართველ და უცხოელ არტისტს უმასპინძლებს. ფესტივალი სამ დამოუკიდებელ სცენაზე გაიმართება, სადაც 24 საათის განმავლობაში დაუკრავენ.

3 ივლისს მაყურებლის წინაშე მთავარ სცენაზე ზემფირა და აკვარიუმი წარდგებიან. ღამით ე.წ. ოქროს სცენის ჰედლაინერი kollektiv turmstrasse იქნება, იმავე სცენაზე ქართველი ელექტროშემსრულებლები Newa, greenbeam and leon დაუკრავენ.

4 ივლისის მთავარი მოვლენა Archive-ისა და soap&skin-ის კონცერტი იქნება. ღამით კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ელექტრომუსიკოსი mujuice დაუკრავს.

5 ივლისს მძიმე მეტალის მოყვარულებს black label society-ის მოსმენა შეეძლებათ.

6 ივლისი Beth Hart შეეცდება მსმენელის აყოლიებას, იმავე ღამეს კი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი პროდიუსერი Gacha დაუკრავს, რომელიც თავის ახალ ალბომს მომავალ თვეში უშვებს.

ფესტივალს 7 ივლისს ბრაიან მოლკო და მისი ალტერნატიული როკბენდი Placebo დახურავს.

შეგახსენებთ, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს Tbilisi Open Air, Alter Vision Group-ი 2009 წლიდან ახორციელებს.

ბილეთის ფასები:

29 აპრილიდან - 8 ივნისის ჩათვლით შეძენის შემთხვევაში

აბონიმენტის ფასი = 110 ლარი

3 ივლისი - 40 ლარი

4 ივლისი - 40 ლარი

5 ივლისი - 30 ლარი

6 ივლისი - 30 ლარი

7 ივლისი - 50 ლარი

 

8 ივნისიდან - 7 ივლისის ჩათვლით შეძენის შემთხვევაში

აბონიმენტი - 130 ლარი

3 ივლისი - 45 ლარი

4 ივლისი - 45 ლარი

5 ივლისი - 35 ლარი

6 ივლისი - 35 ლარი

7 ივლისი - 60 ლარი

ბილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან სპორტის სასახლის წინ განთავსებულ ფესტივალის სალაროებსა და ონლაინ, tbilisiopenair.ge-ზე დაიწყება.

კომენტარები