არეულობა ბალტიმორში

აფროამერიკელ ფრედი გრეის გარდაცვალებას ბალტიმორში შეტაკებები მოჰყვა

ბალტიმორი
Drew Angerer/Getty Images

მერილენდის გუბერნატორმა ლარი ჰოგანმა ქალაქ ბალტიმორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებია. ბალტიმორის ცენტრალურ უბნებში მდებარე მაღაზიებიდან თავდამსხმელები ტექნიკასა და ტანსაცმელს იპარავენ. მაროდიორებმა 150-ზე მეტ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. დაკავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 15-ს აღემატება.

პოლიციის მაღალი მობილიზების მიუხედავად, ქალაქის ხელმძღვანელობა მსხვილმასშტაბიანი სადამსჯელო ღონისძიების გატარებას სოციალური ვითარების უფრო მეტად დაძაბვის შიშით ერიდება.

ბალტიმორის არეულობის მიზეზი აფროამერიკელი ახალგაზრდის ფრედი გრეის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გარდაცვალებაა. გრეი ხერხემლის მალების დაზიანებით 19 აპრილს გარდაიცვალა.

ორშაბათს გრეის დაღუპვა მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა, თუმცა, საღამოს პროტესტი ფართომასშტაბიან შეტაკებასა და არეულობაში გადაიზარდა. ასეთი შემთხვევები აშშ-ში ხშირად ხდება. გასულ წელს მისისიპის შტატის ქალაქ ფერგიუსონში მოსახლეობა მაიკლ ბრაუნის სიკვდილს აპროტესტებდა, სამხრეთ კაროლინაში კი გასულ წელს მსგავსი არეულობა აფროამერიკელი ერიკ გარნერის გარდაცვალებას მოჰყვა.

კომენტარები