მიხეილ სააკაშვილის საქმე

აზერბაიჯანული მედია: პროკურატურამ ბაქოს სააკაშვილის დაკავება მოსთხოვა

მიხეილ სააკაშვილი

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბაქოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავება და ექსტრადიცია ოფიციალურად მოსთხოვა. როგორც haqqin.az იუწყება, ამის შესახებ გამოცემას პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი ბაქოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

haqqin.az-ის ცნობით, აზერბაიჯანის პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპრეზიდენტის დაკავებასა და საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები