კანი 2015

ვუდი ალენის ახალი ფილმის ტრეილერი

ინტერნეტში ვუდი ალენის ახალი ფილმი ირაციონალური ადამიანის ტრეილერი გამოჩნდა.

ვუდი ალენის ნამუშევარი ხოაკინ ფენიქსის მიერ განსახიერებულ პერსონაჟზე, ეიბზე, მოგვითხრობს, რომელსაც ეგზისტენციალური კრიზისი აქვს, დეპრესიაშია და ცხოვრების არსს ეძებს. ამ დროს კი თავის სტუდენტს(რომლის როლსაც ემა სტოუნი ასრულებს) გაიცნობს და დაუახლოვდება.

ვუდი ალენი ტრადიციას არ არღვევს და ყოველ წელს ახალი პროექტით ბრუნდება. ირაციონალური ადამიანის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება, სადაც ნამუშევარს საკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ.

კომენტარები