არეულობა ბალტიმორში

აფროამერიკელი ახალგაზრდის დაღუპვის გამო ბალტიმორში აქციები გრძელდება

CNN.COM

ბალტიმორში ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. ქალაქში კვლავაც ეროვნული გვარდიის 3 ათასამდე მებრძოლი პატრულირებს და კომენდანტის საათი მოქმედებს. ბალტიმორში ისევ გრძელდება საპროტესტო აქციები 25 წლის ფრედი გრეის დაღუპვის გამოძიების მოთხოვნით, რომელიც პოლიციის მიერ მისი დაკავების შემდეგ გარდაიცვალა.

აფროამერიკელი ახალგაზრდის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებამ ქალაქში არეულობა გამოიწვია, რასაც შენობების დაწვა და მაღაზიების ძარცვა მოჰყვა.

ბალტიმორის მცხოვრებლებთან ერთად სოლიდარობის აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ნიუ-იორკში პოლიციამ აქციაზე 60 ადამიანი დააკავა.

კომენტარები