ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან სამი თეთრით, ევროსთან კი ექვსი თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა, რომელიც ხვალ ხუთ საათამდე შემდგომი სავალუტო აუქციონის შდეეგების გავრცელებამდე იმოქმედებს. დღეს დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 3.2 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.332 ლარი ეღირება. 

ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 6 თეთრით გაუფასურდა, რის გამოც ხვალ ერთი ევრო 2.61 ლარი ეღირება. 

საქართველოში არსებული სავალუტო კრიზისი ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემოდინების შემცირებას უკავშირდება. უცხოური ვალუტის შემომავალი ნაკადების შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე უარყოფითად აისახება. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. 

კომენტარები