საქართველოს ეკონომიკა

შვეიცარიის განვითარების სააგენტომ საქართველოს $5-მილიონიანი გრანტი გამოუყო

SDC

დღეს მსოფლიო ბანკმა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის $5-მილიონიანი გრანტი გამოუყო. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰენრი კერალიმ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოაწერეს.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველომ დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა მოიძია, არის "რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი", რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკმა გრძელვადიანი სესხის სახით უკვე გამოყო $30 მილიონი. პროექტი 2015-2017 წლებში უნდა შესრულდეს.

2015 წელს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორი სახელმწიფოების გრანტები ბიუჯეტის შემოსავლების 2% ანუ 215 მილიონი ლარი იქნება. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების გრანტები და კრედიტები საქართველოში სავალუტო ნაკადების შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, მათი მოზიდვა და ათვისება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე. 

კომენტარები