ახალი მინისტრთა კაბინეტი

მთავრობის კანცელარიაში მინისტრობის კანდიდატები იკრიბებიან

radiotavisupleba.ge

მთავრობის კანცელარიაში მინისტრობის კანდიდატები იკრიბებიან.

ადგილზე უკვე იმყოფება გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი გიგლა აგულაშვილი. მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრის თემა ჯერ არ იცის და დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. მისი თქმით, პრემიერმინისტრმა დაურეკა და კანცელარიაში მისი თხოვნით მივიდა.

მთავრობის კანცელარია უკვე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის სავარაუდოდ პრემიერმინისტრს შეხვდა.

დახურული შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

კომენტარები