ბიზნესის წართმევა

ბიზნესმენი ჯანყარაშვილს და ბიზნესომბუდსმენს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, კომპანია ემ-ენ ჯორჯიას მფლობელმა ვახო გოძიაშვილმა ღია წერილით მიმართა ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას, რომ მას მანგანუმის ბიზნესი ჭიათურაში გენინსპექციის ყოფილმა უფროსმა ზვიად ჯანყარაშვილმა და ბიზნესომბუდსმენმა, იმავდროულად კი პრემიერის ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი გახარიამ წაართვეს და დახმარება ითხოვა. თუმცა, რადგან ივანიშვილსგან წერილს რეაგირება არ მოჰყოლია, ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ბიზნესმენ ვახო გოძიაშვილს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ესაუბრება და ურჩევს, "ჩაჩოჩდეს", რომ ადგილი სხვა კომპანიებს დაუთმოს. იქვე ბიზნესომბუდსმენი ადასტურებს, რომ თავიდან ვახო გოძიაშვილის კომპანიის სხვა კომპანიით სრულად ჩანაცვლებაზე იყო საუბარი, ახლა კი სთავაზობენ, დარჩეს და თავადაც აკეთოს ფული, ოღონდ სხვებსაც გაუყოს. ანუ ჯორჯიან მანგანეზთან თავისი ექსკლუზიური ხელშეკრულება სხვებსაც გაუნაწილოს.

გიორგი გახარია: შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ეს ხალხი იქნება კომფორტულად. არ შეიძლება, რომ იყოს ერთი - იმიტომ, რომ ბოდიში, "პადვინსია“, მაგრამ ამოირჩიე, ვინ უნდა იყოს, თქვი და ვსიო, მორჩა.

ვახო გოძიაშვილი: კონკრეტულმა ადამიანებმა მითხრეს, რომ ვახო, არა და კიდევ სხვა გვარზე იყო ლაპარაკი. ეს მე არ მაინტერესებს და თუ აქედან არ იქნება წინააღმდეგობა, პრობლემა არაა, იმუშაოს.

გიორგი გახარია: მთავარია, რომ სქემა არ დაინგრეს. ის ამბობს, რომ თუ იქნება 3-4, სქემა დაინგრევა, აზრი არ აქვს. ამაშია საქმე, მეტი არაფერში.

ვახო გოძიაშვილი: თავიდან ერთი უნდა ყოფილიყო, ერთს უნდა ემუშავა.

გიორგი გახარია: კი, თემა რაში იყო, თემა იმაში იყო, რომ ერთი იყო. კი, იდეალური ვარიანტია..

ვახო გოძიაშვილი: მე შეიძლება, ჩავხსნილიყავი მშვიდად და წყნარად, ანუ მე, პრაქტიკულად, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, იქიდან გამომდინარე, რომ იმ საქმეზე, რაზეც ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე და ბევრი ენერგია დავხარჯე, პრაქტიკულად, ჩემს სასიკეთოდ არ დამთავრებულა.

გიორგი გახარია: შენი ლიცენზიის პირობებით პასუხისმგებლობა გადადის, რჩება შენზე, შენ აძლევ იმას რაღაცის უფლებას, მორჩა? მორჩა

კომენტარები