მთავრობის ახალი შემადგენლობა

საგანელიძე: მთავრობის შემადგენლობაში დამატებითი ცვლილებები არ იგეგმება

ტაბულა

დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის განხილვის თემა მთავრობის დამტკიცების საკითხი იქნება - - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით დღევანდელ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობაში დამატებითი ცვლილებების საკითხი არ განიხილება.

"დღის წესრიგში ასეთი თემა არ დგას. შესაძლოა პოლიტსაბჭოს რომელიმე წევრს ჰქონდეს მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს საკითხი განსახილველად არ დადგება.", - განაცხადა საგანელიძემ.

საგანელიძემ ლარის ვარდნაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა მმართველ გუნდს ძალიან აღელვებს.

კომენტარები