არეულობა ბალტიმორში

ბალტიმორში არეულობა გრძელდება, პოლიციამ ოცამდე მარადიორი დააკავა

CNN.COM

ბალტიმორში არეულობა გრძელდება, პოლიციამ 20-მდე მარადიორი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. 

ბალტიმორში 25 წლის აფროამერიკელი ფრედი გრეის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამო ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. რამდენიმე მათგანმა ქალაქში დაწესებული კომენდანტის საათიც დაარღვია, რასაც მათი დაკავება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის პროკურატურამ გრეის მკვლელობაში ბრალი 6 პოლიციელს წაუყენა, თუმცა სასამართლომ ისინი იმავე დღეს, გირაოს სახით გაათავისუფლა. 

კომენტარები