ინგლისის პრემიერლიგა 2014-15

ლონდონის ჩელსიმ პრემიერლიგა მეოთხედ მოიგო

ედენ აზარი ჩემპიონობის მომტან გოლს ზეიმობს

3 მაისს, კრისტალ პალასთან შინ მინიმალური გამარჯვების შემდეგ, ლონდონის ჩელსიმ ოფიციალურად დაიბევა პრემიერლიგის ტიტული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მატჩში სპერონიმ თერთმეტმეტრიანი ნუშნულიდან ედენ აზარის დარტყმული მოიგერია, ბელგიელმა მაინც გაიტანა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა შეხვედრაში ერთადერთი გოლი.

ამრიგად, მოურინიოს გუნდს ახლა 83 ქულა აქვს, მეორე ადგილზე მყოფ ლონდონის არსენალს კი მხოლოდ 67. მიუხედავად იმისა, რომ მეთოფეებს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული, უკვე შეუძლებელია, რომ თანაქალაქელებს სატურნირო ცხრილში გადაასწრონ.

აღსანიშნავია, რომ ოთხი საჩემპიონო სეზონიდან სამში ლონდონის ჩელსის ჟოზე მოურინიო წვრთნიდა.

კომენტარები